
პრეზიდენტი ოპოზიციას ამომრჩევლების პატივისცემისკენ, უმრავლესობას კი მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილების არმიღებისკენ მოუწოდებს
01/02/2021 17:08:01 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასა და საპარლამენტო უმრავლესობას გონივრული გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდებს.
"მინდა, ორივე მხარეს მოვუწოდო გონივრული გადაწყვეტილებებისკენ, რომელიც ქვეყნისთვის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი იქნება და არა ვიწრო ინტერესებზე გათვლილი. ოპოზიციას, რათა დაფიქრდეს, პატივი სცეს ამომრჩეველს. უმრავლესობას, რათა არ მიეცეს ერთპარტიული მართვის ცდუნებას, არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება და მისცეს დრო ოპოზიციას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. ეს არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და მოლოდინი. მას ჩვენ ყველამ პატივი უნდა ვცეთ და გავუფრთხილდეთ", – განაცხადა პრეზიდენტმა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021