Accentnews.ge
თბილისში შეიარაღებულმა პირებმა სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადეს

თბილისში შეიარაღებულმა პირებმა სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადეს

03/02/2021 08:07:37 სამართალი

თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე სუპერმარკეტ "სპარის" დაყაჩაღება სცადეს. მაღაზიაში გამთენიისას ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ თავდამსხმელს სუპერმარკეტის დაცვის თანამშრომელმა იარაღი წაართვა, რის შემდეგაც მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინეს.

პოლიციამ ორივე თავდამსხმელი ადგილზე დააკავა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S