ირაკლი ოქუაშვილის სასამართლო პროცესები ახლდება
03/02/2021 07:41:42 სამართალი
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, სასამართლოში მისი საქმის წარმოება ახლდება.
"და ზდრავსტვუეტ ნაშ სუდ, სამი გუმანნი სუდ ვ მირე. გვარამიას საქმის შემდეგ ჩემი საქმის განხილვაც განახლდა. გიგი უგულავა, ნიკა მელია - თქვენსკენ რა ხთეფაა?" - დაწერ მან ფეისბუქზე.
ირაკლი ოქრუაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძეს უკავშირდება. ოქრუაშვილი მაშინ შს მინისტრი იყო. იმავე საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილსაც.


