Accentnews.ge
ახალქალაქში მოქალაქეები საზღვრის გახსნას ითხოვენ

ახალქალაქში მოქალაქეები საზღვრის გახსნას ითხოვენ

03/02/2021 12:18:10 რეგიონები

ახალქალაქში მოქალაქეები სომხეთთან საზღვრის გახსნას ითხოვენ. საპროტესტო აქციის შემდეგ ისინი მერიაში შევიდნენ, სადაც უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედიასაშუალება Tok Tv ავრცელებს.

მოქალაქეები ამბობენ, რომ სომხეთთან სახმელეთო გზის გახსნაზე მათი შემოსავლის წყარო და შესაბამისად, საარსებო რესურსებია დამოკიდებული.

Tok Tv––ის ცნობით, მერმა მოქალაქეებს უთხრა, რომ უახლოეს დღეებში საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას გაავრცელებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S