Accentnews.ge
"ჰარცელის გუშინდელი განცხადება მისი პირადი აზრია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის ევროკავშირის პოზიცია"

"ჰარცელის გუშინდელი განცხადება მისი პირადი აზრია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის ევროკავშირის პოზიცია"

04/02/2021 09:34:12 პოლიტიკა

"ჰარცელის გუშინდელი განცხადება მისი პირადი აზრია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის ევროკავშირის პოზიცია", – ამის შესახებ დეპუტატმა თეა წულუკიანმა ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ჩემი მოწვევით ბატონი ჰარცელი იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტში, მის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით. შეხვედრის დეტალებს მასთან შეთანხმებით ვერ გაგიმხელთ, ასე შევთანხმდით. შეხვედრის დროს გაირკვა, რომ ჩემთან და ჩემს პოლიტიკურ განცხადებასთან დაკავშირებით მისი გუშინდელი განცხადება არის მისი პირადი პოზიცია, მისი პირადი აზრი. ჩვენ შევთანხმდით, რომ იმ ძალიან კარგ თანამშრომლობას, რაც ჯერ კიდევ იუსტიციის სამინისტროში მასთან, მისიასთან და ევროკავშირთან გვქონდა, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ. ჩემთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ეს მისი პოზიციაა და არა ევროკავშირის. შევთანხმდით, რომ ადამიანს აქვს თავისი პირადი პოზიცია. ეს არ არის მნიშვნელოვანი, პირადად ვის რა პოზიცია გვაქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის ევროკავშირის პოზიცია", – განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის: 3 თებერვალს ჰარცელმა განაცხადა, რომ წულუკიანის მიერ „მთავარი არხის“ დირექტორ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროება "უსიამოვნო სიურპრიზი იყო" და, რომ "ეს არაეთიკურია".

იხილეთ ასევე: ნანუაშვილი – წულუკიანზე: "დაუყონებლივ უნდა მოხდეს შესაბამისი ორგანოს მხრიდან რეაგირება"

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროების ფაქტს შეისწავლის

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S