ბოდბეში, ავტომობილში მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს
04/02/2021 10:51:35 სამართალი
ბოდბის მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქ ავტომობილში მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, 60 წლამდე ასაკის კაცი, იმ ავტომობილის მფლობელი იყო, რომელში იგი გარდაცვლილი ნახეს და მათ მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინეს.
არსებული ინფორმაციით, კაცს ბოლო პერიოდში ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და სოფელში ვარაუდობენ, რომ ტრაგედიის მიზეზი სავარაუდოდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.
შემთხვევის ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.


