Accentnews.ge
ფრედი ვუდროფის საქმეზე ელდარ გოგოლაძეს კითხავენ

ფრედი ვუდროფის საქმეზე ელდარ გოგოლაძეს კითხავენ

05/02/2021 09:19:23 სამართალი

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლის, 1993 წელს მოკლული ფრედი ვუდროფის საქმის ხელახალი გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის დაცვის ყოფილ უფროსს ელდარ გოგოლაძეს კითხავენ.

გოგოლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოზიციას პროკურატურის დატოვების შემდეგ დააფიქსირებს. მისი ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი კი აცხადებენ, რომ საქმე პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან გვაქვს. საუბარია გოგოლაძის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებზე.

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ცნობით, ფრედი ვუდროფი საქართველოში წვრთნებს ატარებდა. ის თბილისის შემოსასვლელთან 1993 წელს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ავტომობილში, რომელშიც ელდარ გოგოლაძეც იმყოფებოდა. ვუდროფის მკვლელობისთვის ანზორ შარმაიძე გაასამართლეს. მან 15-წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ საპატიმრო 2008 წელს დატოვა და პროკურატურას საქმის გადახედვის მოთხოვნით მიმართა, ვინაიდან თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ის გვარებს არ ასახელებს, თუმცა ცნობილია, რომ საგამოძიები უწყებაში მან კონკრეტულ პირებზე ისაუბრა. შარმაიძე ამბობს, რომ ელდარ გოგოლაძე მისი დაკავების ღონისძიებაში მონაწილეობდა. ანზორ შარმაიძეს, ხელახალი გამოძიების ფარგლებში, დაზარალებულის სტატუსი ამ ეტაპზე მინიჭებული არ აქვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S