მელია – პროკურატურას: „არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ!“
05/02/2021 11:04:36 პოლიტიკა, სამართალი
არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ,– ასე ეხმიანება პროკურატურის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც დღეს პროკურატურაშია დაბარებული.
მისი თქმით, ის პატივს სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუმცა „ფარსში მონაწილეობას“ არ მიიღებს.
„მე პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, მაგრამ როცა ქვეყანაში პროკურატურა ოთაძე–ფარცხალაძის საკუთრებაა, სასამართლო – მურუსიძე–ჩინჩალაძის, პარლამენტი კი კობახიძე–გავრილოვის სახეს წარმოადგენს და ეს ყველა ინსტიტუტი ივანიშვილის ჯიბეშია, არანაირი უფლება არ მაქვს, ამ ფარსში მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენი ბრძოლა მართალი ბრძოლაა, მე ამ ბრძოლაში მართალი ვარ და ეს ჩემი სიძლიერის წყაროა და ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ!“,– განაცხადა მელიამ.
პროკურატურა მელიასგან გირაოს გადახდას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობს, რომ სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართავს.


