Accentnews.ge
საგარეო უწყებასთან გახელაძის პატიმრობის გამო აქცია იმართება

საგარეო უწყებასთან გახელაძის პატიმრობის გამო აქცია იმართება

05/02/2021 11:53:26 სამართალი

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძისთვის 12-წლიანი პატიმრობის მისჯას აპროტესტებენ. სამოქალაქო აქტივისტები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

"ეს არის არაფრის კეთება ამ უწყების (საგარეო საქმეთა სამინისტრო) მხრიდან, რომელიც არის კიდევ ერთი სახე ქართული ოცნების, როგორ შეიძლება რომ შენი ქვეყნის მოქალაქეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე 12 წლით პატიმრობაში უშვებდნენ და ვერაფერს აკეთებდე?! არაფერს აკეთებენ, იმიტომ რომ მონები არიან, პუტინზე მიბმული მონები. პუტინმა რომ უთხრას, კიდევ 20 ათასი კაცი გამოუშვი და 100-100 წელი უნდა მივცე, გაუშვებენ, პრობლემა არ აქვთ, რადგან ესენი არიან მონები და მონების დრო ამ ქვეყანაში აღარ არის", - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

ცნობისთვის: ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წელი და 6 თვე მიუსაჯეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S