Accentnews.ge
ბანკზე შეტევის საქმე: TBC–ში საუბარი არ სურთ

ბანკზე შეტევის საქმე: TBC–ში საუბარი არ სურთ

05/02/2021 12:43:15 სამართალი

„თიბისი ბანკზე“ სამი წლის წინ განხორციელებული კიბერ–შეტევის საქმეზე ირკვევა, რომ გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. ამდენად, ვინაიდან პასუხისმგებელი პირების გამოკვეთის შესახებ ინფორმაცია ამ წლების განმავლობაში არ მიგვიღია, უნდა ვივარაუდოთ, რომ მსგავსი ხანგრძლივი დროით მიმდინარე პროცესში პასუხსმგებელი პირები არ/ვერ გამოკვეთეს. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, თავად „თიბისი ბანკში“ თემაზე საუბარი არ სურთ.

„ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებთ“,– უპასუხეს „აქცენტს“ ბანკის პრეს–სამსახურში. ხოლო რატომ არ სურთ საუბარი, განმარტებისთვის თავი არ შეუწუხებიათ.

არადა, თავად ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჯერ კიდევ 2019 წლის მარტში განაცხადა, რომ 2018 წლის ივნისში ბანკზე განხორციელებული კიბერშეტევის კერძო ძიების ფარგლებში, ბანკის თანამშრომლებმა მიაგნეს ზუსტ მისამართს და ოთახს, საიდანაც ეს შეტევა განხორციელდა.

მისივე თქმით, ეს ოფისი თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარეობს და სავარაუდოდ, ის სივრცეა, საიდანაც „ბოტები“ იმართებიან.

ხაზარაძემ განაცხადა, რომ ამ შეტევის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობეს და დეტალური ინფორმაციაც მიაწოდეს.

"ამის შემდეგ ხუთი წერილი მივწერე მინისტრს იმასთან დაკავშირებით, თუ სად დგას [რას იძიებს] გამოძიება. ერთი კვირის წინ მივიღეთ ვიღაც გამომძებლის წერილი, რომ, თურმე, კომპიტერი არის ამოღებული და წაღებულია ექსპერტიზაზე. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ ვიცით დეტალური მისამართი და ოთახი", — განაცხადა ხაზარაძემ 2019 წლის 4 მარტს პარლამენტში და დასძინა, რომ TBC-ზე ბოტებისა და ფეიკნიუსების შეტევაა.

ინფორმაციისთვის: ეს არის პერიოდი, როდესაც ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა ფულის გათეთრების ეპიზოდს იძიებს, პრობლემები აქვს ანაკლიის პროექტს, თუმცა კონსორციუმთან პორტის მშენებლობის თაობაზე ხელშეკრულება შეწყვეტილი არ არის და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ბანკის დამფუძნებლები პარლამენტში დეპუტატებთან შესახვედრად მივიდნენ.

წერილები

2019 წლის მარტშივე „ტვ პირველმა“ გაასაჯაროვა მამუკა ხაზარაძისა და „თიბისი ბანკის“ მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილები. როგორც წერილებიდან ირკვევა, „თიბისი ბანკზე“ კიბერშეტევის მცდელობას ადგილი 2018 წლის 16 ივლისს ჰქონდა, რის შესახებაც ბანკმა შსს-ს 17 ივლისს აცნობა. აღნიშნულიდან ერთ თვეში „თიბისიმ“ დაადგინა, რომ შეტევა რუსთაველის ნომერ 12-ში მდებარე ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობიდან განხორციელდა, რის შესახებაც თიბისიმ ასევე აცნობა შსს-ს. ამ წერილებიდან ერთი ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსს ეკატერინე ეგუტიას ეკუთვნის, ხოლო დანარჩენი სამი კი მთავრობას თავად მამუკა ხაზარაძემ გაუგზავნა.

I წერილი: თიბისი ბანკიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ვირუსების შემცველი კორესპონდენციების მიღების შესახებ ატყობინებენ.

II წერილი: მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას აცნობებს, რომ „მავნე სერვერი“ მდებარეობს თბილისში, რუსთაველის 12-ში.

III წერილი: მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას წერს, რომ შეტყობინების გაგზავნიდან 2 თვე გავიდა, თუმცა გამოძიების ფარგლებში პროგრესი არ შეინიშნება.

IV წერილი: მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას წერს, რომ პირველი შეტყობინების გაგზავნიდან საკმაო დრო გავიდა, თუმცა გამოძიების მსვლელობის შესახებ ბანკისთვის არაფერია ცნობილი.

სამთავრობო ტროლები ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა თიბისი ბანკის წინააღმდეგ საქმეს ფულის გათეთრების მუხლით იძიებდა ფეისბუქზე ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მადესკრიტიდირებელი პოსტები გამოჩნდა. ფეისბუქტროლები სხვადასხვა გვერდზე და ჯგუფებში ერთი და იმავე ფოტოებს პოსტავდნენ.

არასამთვრობო ორგანზიაცია "სამართლიანი არჩევნების" კვლევის მიხედვით, ეს გვერდები წინასაარჩევნო პერიოდში „ნაციონალური მოძრაობისა“ და გრიგოლ ვაშაძის დისკრედიტაციის მიზნით აქვეყნებდნენ პოსტებს.

ტროლები ხელახლა გააქტიურდნედ, მას შედეგ, რაც ცნობილი გახდა რომ ხაზარაძემ თანამდებობა დატოვა. მედიის განვითარების ფონდმა კვლევა ჩაატარა და დაასკვნა, რომ Facebook-გვერდებს, რომლებიც მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციას ეწევა, სამთავრობო ტროლი, Avtandil Kereselidze მართავს. კვლევით დადგინდა, რომ აღნიშნული პირი სოციალურ ქსელში სომხეთის მოქალაქის ფოტოებს იყენებდა. ის მართავდა რამდენიმე ფეისბუქგვერდს, რომელიც სამთავრობო მესიჯებს ატარებს და ხაზარაძის გარდა ოპოზიციის დისკრედიტაციასაც ეწევა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S