Accentnews.ge
უფლებადამცველები: „გატაცებული მოზარდები ჩეჩნეთში დასასჯელად გადაიყვანეს“

უფლებადამცველები: „გატაცებული მოზარდები ჩეჩნეთში დასასჯელად გადაიყვანეს“

05/02/2021 13:46:27 კავკასია

უფლებადამცველები შიშობენ, რომ ნიჟნი–ნოვგოროდიდან ძალოვანების მიერ გატაცებული მოზარდები ჩეჩნეთში დასასჯელად გადაიყვანეს. ამის შესახებ "რუსული ლგბტ ქსელის" გადაუდებელი დახმარების პროგრამის კოორდინატორმა დევიდ ისტეევმა განაცხადა.

გატაცებულებმა – 17 წლის სალეხ მაგამედოვმა და ისლამ ისაევმა ჩეჩნეთი გასული წლის ზაფხულში დატოვეს და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, რუსეთის დატოვებას გეგმავდნენ, მაგრამ ვერ მოასწრეს.

„Осал нах 95” ოპოზიციური ტელეგრამ–არხის მართვისთვის დაკავების შემდეგ, მათ და სხვა მოდერატორებს აიძულებდნენ, ესწავლათ ყურანი, ეუბებოდნენ, „გადაიღებდნენ სწავლის პროცესს და უჩვენებდნენ რამზან კადიროვს. და თუ ის აპატიებს, პატიმრობიდან გაათავისუფლებენ“. შემდეგ მათ მკაცრად აკონტროლებდნენ, ხოლო როდესაც ჩეჩნეთიდან წავიდნენ, ინტერნეტის მეშვეობით მიაგნეს“,– განაცხადა ისტეევმა.

მისი თქმით, დამამძიმებელ გარემოებად მოზარდების ორიენტაცია იქცა. მაგომედოვის შეცდომად იქცა ტელეგრამ–არხის გაყიდვა, თანხის მიღება, რითაც მისი ადგილმდებარეობა დაადგინეს.

ჩეჩნეთის ოპოზიციური მოძრაობის 1ADAT აქტივისტები იზიარებენ უფლებადამცველების შეშფოთებას. მათი კვლევის მიხედვით, საქმესთან დაკავშირებულია კადიროვის გარემოცვიდან პირი, რომელიც სხვა უფლებადარღვევებშიცაა მხილებული.

· თავდაპირველად ახალგაზრდები 2020 წლის აპრილში დააკავეს. მათ არხის მოდერატორობისთვის, რომელზეც კრიტიკული ინფორმაციები თავსდებოდა, ბოდიში მოიხადეს. გავრცელებულ ვიდეოში მათ ძალადობის კვალი აღენიშნებოდათ. მოგვაინებით მათ ჩეჩნეთის დატოვებაში არასამთავრობო ორგანიზაცია დაეხმარა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S