თბილისში მამაკაცი დაჭრეს
06/02/2021 19:54:31 სამართალი
თბილისში, აბუსერიძე-ტბელის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შემდეგ თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.


