აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თანამდებობა დატოვა
07/02/2021 13:15:55 პოლიტიკა, სამართალი
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა კონსტანტინე ანანიაშვილმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას "TV25" ავრცელებს.
ამ ეტაპზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ირაკლი ჭედიშვილი ასრულებს.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად კონსტანტინე ანანიაშვილი 2018 წელს დაინიშნა.
კონსტანტინე ანანიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005 წლიდან, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. ის 2013-2016 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე და სამმართველოს უფროსი იყო. 2016 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.


