„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ ფუნდამენტურად შეცვალა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოწესრიგების სამართლებრივი და პოლიტიკური ლანდშაფტი“
08/02/2021 08:34:44 სამართალი
"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ ფუნდამენტურად შეცვალა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოწესრიგების სამართლებრივი და პოლიტიკური ლანდშაფტი", – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. გოჩა ლორთქიფანიძის ანგარიში 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლოში მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებას ეხება:
„ყველა შევამჩნევდით, რომ ფუნდამენტურად შეიცვალა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოწესრიგების სამართლებრივი და პოლიტიკური ლანდშაფტი – ევროკავშირი, აშშ და საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთს პოლიტიკურთან ერთად მკაფიოდ აკისრებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას სტრასბურგის სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ვალდებულებიდან“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.


