Accentnews.ge
საქართველოს იუსტიციის მინისტრი: "დეპორტირებულების საკითხში გვაქვს მცირე წინსვლა, რუსეთი კომპენსაციის გადახდაზე უკვე უარს არ აცხადებს"

საქართველოს იუსტიციის მინისტრი: "დეპორტირებულების საკითხში გვაქვს მცირე წინსვლა, რუსეთი კომპენსაციის გადახდაზე უკვე უარს არ აცხადებს"

08/02/2021 10:33:58 პოლიტიკა, სამართალი

საქართველოს იუსტიციის მინისტრ გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, დეპორტირებულების საქმეზე "მცირე წინსვლაა”.

საუბარია რუსეთის მიერ 10 მლნ ევროს ოდენობის კომპენსაციის გაცემაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც 2006 წელს ქვეყნიდან კოლექტიურად გამოაძევეს.

“დეპორტირებულების საკითხში უარის პოზიციიდან გვაქვს მცირეოდენი წინსვლა. აღსრულების ეტაპზე რუსეთი უკვე არ აცხადებს უარს გადახდაზე და ჩაერთო გადახდის საკითხის მოგვარების პროცესში ევროპის საბჭოს შუამავლობით. შესაძლოა ამაზე იმოქმედა 21 იანვრის გადაწყვეტილსბამ”, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ცნობისთვის: ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მოსკოვს ქართული მხარისთვის 10 მლნ ევროს გადახდა 2019 წლის დასაწყისში დააკისრა. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-4 მუხლის (უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვა) დარღვევით დაზარალებულმა პირებმა 2000-2000 ევრო უნდა მიიღონ, ხოლო მათ, ვის მიმართაც ამასთანავე მე-5 პუნქტის პირველი (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) და მე-3 (პატიმრობის ღირსების შემლახველი ან არაადამიანური პირობები) მუხლი დაირღვა – 10-დან 15 ათასამდე ევრო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S