Accentnews.ge
რა შემთხვევაში დააბრუნებს იუსტიციის სამინისტრო აგვისტოს ომის საქმეს გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში

რა შემთხვევაში დააბრუნებს იუსტიციის სამინისტრო აგვისტოს ომის საქმეს გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში

08/02/2021 12:00:37 სამართალი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე განმარტავს, რა შემთხვევაში დააბრუნებს 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეს გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში.

"ასეთი გადაწყვეტილების მიღება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დავრწმუნდებით, რომ არსებობს ამ საჩივრის მოგების სამართლებრივი და პოლიტიკური წინაპირობები. მხოლოდ ასეთი ანალიზის საფუძველზე მივიღებთ გადაწვეტილებას”, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ცნობისთვის: იუსტიციის ყოფილ მინისტრ თეა წულუკიანს თავის დროზე გაცხადებული ჰქონდა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში საქმის შეტანას შეეცდებოდა.

საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს წესდების თანახმად, მხარეს ერთსა და იმავე საქმეზე, ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძველზე სასამართლოსთვის მიმართვის უფლება პირველი გადაწყვეტილებიდან 10 წლის განმავლობაში აქვს. განმეორებითი განაცხადის შეტანის ვადა მიმდინარე წლის 1 აპრილს იწურება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S