"სტრასბურგის გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი ზეგავლენა ექნება ჰააგაში მიმდინარე პროცესზე, წელს, ალბათ, უნდა ველოდოთ ხელშესახებ შედეგს"
08/02/2021 14:00:12 სამართალი
იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი ზეგავლენა ექნება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე.
"სტრასბურგის სასამართლოში და ჰააგის სასამართლოში ჩვენ ვეყრდნობით 700-მდე მტკიცებულებას, ერთსა და იმავე ბაზას. მტკიცება უდანაშაულობას არ სჭირდება, მტკიცებულებები საჭიროა იმის წარსადგენად, ვინც ჩაიდინა დარღვევები და ეს კარგად გამოჩნდა სტრასბურგის 21 იანვრის გადაწყვეტლებით. ახლა ჰააგის სასამართლოს და პროკურორის ოფისის ამოცანაა (რადგან გამოიკვეთა პასუხისმგებელი სახწლმწიფო), განსაზღვროს ინდივიდუალურად პასუხისმგებელი პირები, გამომდინარე იქიდან, რაც დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 21 იანვარს, რომ რუსეთის მხრიდან დარღვევებს ჰქონდა ადმინისტრაციული პრაქტიკის ხასიათი, დაადგინა ქართველების წინააღმდეგ ეთნიკური წმენდა, ჩვენ შეიძლება გვქონდეს მხოლოდ სასიკეთო მოლოდინი ამ გამოძიებიდან, რომ მართლმსაჯულება აღსრულდება და გამოძიება, ბენსუდას ოფისის გამომძიებლები დაადგენენ პირველ რიგში, ეთნიკური წმენდის ჩამდენ პირებს. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ძალიან მნიშვნელოვანი ზეგავლენა ექნება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე. ალბათ, ამ წლის განმავლობაში უნდა ველოდოთ ხელშესახებ შედეგს ჰააგის მიმართულებით", – განაცხადა ლორთქიფანიძემ.


