Accentnews.ge
ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა მანდატის შენარჩუნების შესახებ გადაწყვეტილება

ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა მანდატის შენარჩუნების შესახებ გადაწყვეტილება

08/02/2021 14:07:59 სამართალი

„გირჩი მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ მანდატების შენარჩუნების თაობაზე პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

"დაახლოებით ორი თვე იქნება რაც განცხადება დავწერე და მოვითხოვე მანდატის გაუქმება, რაზეც პარლამენტმა უარი მითხრა. ეს არ არის მხოლოდ მანდატის საკითხი. მანდატთან ერთად მე შეზღუდული მაქვს სხვადასხვა უფლებები, საგანმანათლებლო საქმიანობის გარდა არაფრის კეთების უფლება არ მაქვს იმის გამო, რომ ფორმალურად მანდატი არ გამიუქმეს. გარდა ამისა სახელმწიფო ჩემგან ითხოვს დეკლარაციის ჩაბარებას და ჩაუბარებლობის შემთხვევაში ჯერ ჯარიმას დამაკისრებენ, შემდეგ კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ეს ყველაფერი არაკონსტიტუციურია, ეს სიგიჟეა, რომ ადამიანს ავალებდე გინდა თუ არა აქ იმუშაოო," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

2 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის 51 დეპუტატისთვის პარლამენტის წევრის მანდატის გაუქმებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S