11 წლის ბავშვის ნიშნობა – შსს საქმეს იძიებს
08/02/2021 17:23:52 სამართალი
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტომასალა, რომელზეც სავარაუდოდ, ბავშვების ნიშნობაა ასახული. მასალის ავტორის ცნობით, ნიშნობა ფონიჭალაში შედგა, ხოლო ბავვების ასაკი 11 (გოგონას) და 15 (ბიჭის) წელია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს.
„მიმდინარე წლის 8 თებერვალს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, 11 წლის არასრულწლოვანი გოგონას შესაძლო ნიშნობის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარმა სამმართველომ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე მოახდინა მყისიერი რეაგირება და გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს. ვიდეომასალაში აღბეჭდილი გარემოებების დადგენის მიზნით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება ყველა რელევანტური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“, – აცხადებენ შსს–ში.


