Accentnews.ge
სუს–ი: "უკანონო დაკავებები მიზნად ისახავს მოსახლეობის დაშინებას და ცენტრალური ხელისუფლისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე საპროტესტო მუხტის გაღვივებას"

სუს–ი: "უკანონო დაკავებები მიზნად ისახავს მოსახლეობის დაშინებას და ცენტრალური ხელისუფლისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე საპროტესტო მუხტის გაღვივებას"

08/02/2021 18:29:39 კონფლიქტები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, „საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად აზიანებს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ არსებულ უსაფრთხოების გარემოს“.

ამასთან, როგორც სუს–ი აღნიშნავს, უკანონო დაკავებები მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებას და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე დაძაბულობისა და საპროტესტო მუხტის გაღვივებას,– ამის შესახებ ნათქვამია სუს–ის განცხადებაში, რომელიც მან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით გაავრცელა:

„საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის, როკის გვირაბის მონაკვეთზე, უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქ.

უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად აზიანებს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ არსებულ უსაფრთხოების გარემოს. უკანონო დაკავებები მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებას და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე დაძაბულობისა და საპროტესტო მუხტის გაღვივებას.

უკანონო დაკავებებსა და მის თანმდევ მძიმე შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ერთადერთ ძალას“.

ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძეს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მრავალწლიანი პატიმრობა განუსაზღვრა. გახელაძე ოკუპანტებმა სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. გატაცებამდე კი დაჭრეს.

გახელაძის უკანონო განაჩენი საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გააპროტესტეს მოქალაქეებმა და ხელისუფლებას უმქმედობაში დასდეს ბრალი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S