
გუგუტიანთკართან ოკუპანტების მიერ დაკავებულ რამაზ ბეღელურს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს
09/02/2021 08:04:16 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე რამაზ ბეღელურს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
ოკუპანტებმა ბეღელური 2 თებერვალს სოფელ გუგუტიანთკართან დააკავეს. ბრალდება დე ფაქტო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაა. იგი ამავე სოფლის მკვიდრია.
სუს-ის განცხადებით, უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურდა "ცხელი ხაზი". მომხდარის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ასევე, მოხდა საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება.