Accentnews.ge
აზერბაიჯანის ომბუდსმენი საქართველოში მოზარდების სავარაუდო „ნიშნობას“ ეხმიანება

აზერბაიჯანის ომბუდსმენი საქართველოში მოზარდების სავარაუდო „ნიშნობას“ ეხმიანება

09/02/2021 08:33:57 სამართალი

აზერბაიჯანის ომბუდსმენი საბინა ალიევა საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას საქართველოში ბავშვების სავარაუდო “ნიშნობის” ფაქტზე მიმართავს და სთხოვს, შესაბამისმა ორგანოებმა მომხდარი გამოიძიონ და ყველაფერი გააკეთონ ბავშვების უფლებების დასაცავად.

ცნობისთვის: სოციალურ ქსელში სავარაუდო ნიშნობის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. შემთხვევა თბილისში, ფონიჭალაში მოხდა. შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ქორწინების იძულებას გულისხმობს. ვიდეოს ავტორის თქმით, ბიჭი 15 წლისაა, ხოლო გოგო 11–ის.

მოზარდი ბიჭის ოჯახის თქმი, ისინი გამოკითხვაზე გუშინ გადაიყვანეს. ოჯახი ამბობს, რომ ბიჭი 17 წლისაა, რომელიც რუსეთში სწავლობს, ხოლო გოგო 14–ის და ისინი „და–ძმა სავით არიან“. ამდენად, ოჯახი თავად გეგმავს საჩივრის დაწერას, რადგან ვიდეო „აზერბაიჯანულ არხზე მოხვდა“.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გუშინვე დაიწყო მოკვლევა სოციალურ ქსელში გავრცელებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით:

“სამწუხაროდ, საქართველოში კვლავ ხშირია ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინება, ასევე, ნიშნობის მანკიერი პრაქტიკა. საქართველოს სახალხო დამცველის შესწავლილი საქმეები მიუთითებს, რომ აღნიშნულ შემთხვევებს უმეტესად იძულებითი ქორწინების ფორმა აქვს და თავისუფლების უკანანო აღკვეთის ან მშობელთა შორის გარიგების შედეგია. სახელწიფოს მიერ ამ მიმართულებით, მათ შორის, პრევენციის მიზნით გადადგმული ნაბიჯები, სათანადოდ არ პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს”.

საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს სამართალდამცავი უწყების და ბავშვზე ზრუნვის ორგანოს მხრიდან აღნიშნულ ფაქტზე მყისიერ რეაგირებას, ქორწინების იძულების აღკვეთასა და ბავშვის საუკეთესო ინტერესის უგულებელყოფის შემთხვევის შესწავლას. აუცილებელია არასრულწლოვანთან და მის ოჯახთან მუშაობა. ამასთან, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს საზოგადოებასთან მუშაობა ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინების დანაშაულებრივი ფაქტების პრევენციისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S