Accentnews.ge
კატამ გუდაუთა უშუქოდ დატოვა

კატამ გუდაუთა უშუქოდ დატოვა

09/02/2021 11:40:34 კონფლიქტები

კატის ბრალეულობით ოკუპირებული აფხაზეთის გუდაუთის რაიონის მნიშვნელოვანი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

კომპანია "ჩერნომორენერგოს" ადგილობრივი ფილიალის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ავარია ქვესადგურ "გუდაუთა-1"-ზე მოხდა, რაც ვაკუუმურ ჩამრთველში კატის შეძრომამ გამოიწვია.

როგორც ფილიალში აცხადებენ, მიმდინარეობს ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები და რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება სავარაუდოდ, საღამოს აღუდგება.

თავად კატა ვერ გადარჩა.

აღსანიშნავია, რომ დილიდან ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი გალისა და ოჩამჩირეს რაიონებიც. ამ შემთხვევაში გათიშვა ჯერ-ჯერობით დაუდგენელი მიზეზებით რუსეთის ტერიტორიაზე მომხდარმა ავარიამ გამოიწვია, რის გამოც მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი "კავკასიონი" გამოირთო.

ამ ავარიამ აფხაზეთში 40-50-მეგავატიანი დეფიციტი შექმნა, რის გამოც კომპანია "ჩერნომორენერგოში" ელექტროენერგიის მარაოსებრი გათიშვების რეჟიმის დაბრუნებას არ გამორიცხავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S