Accentnews.ge
ოს “დეპუტატებს “თბილისის აგენტურა” უწოდეს – ცხინვალი კრემლზე მომუშავე ჟურნალისტის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

ოს “დეპუტატებს “თბილისის აგენტურა” უწოდეს – ცხინვალი კრემლზე მომუშავე ჟურნალისტის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

09/02/2021 12:09:31 კონფლიქტები

საზოგადოებრივი მოძრაობა “ალანია-რუსეთი” რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს “NewsFront”-ის მიმომხილველ სერგეი ვესელოვსკის საქმიანობით დაინტერესებას სთხოვს.

მოძრაობის მიერ მოსკოვში გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ვესელოვსკიმ “სახმრეთ ოსეთის რესპუბლიკის მაცხოვრებლების პატივი და ღირსება შებღალა, უწოდა რა ოს დეპუტატებს “თბილისის აგენტები”.

«სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სამოქალაქო საზოგადოებას უჩნდება საფუძვლიანი კითხვა, რუსეთის ხელმძღვანელობის რომელი ოფიციალური წარმომადგენლების მიერ გამოიგზავნა ვესელოვსკი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ჩვენი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სპიკერისა და მისი მოადგილის ინტერვიუირებისთვის?», — ნათქვამია წერილში.

ავტორების განცხადებით, ჟურნალისტი “ერევა სამხრეთ ოსეთის ყველა შიდა საქმეში და მნიშვნელოვან დარტყმებს აყენებს კანონმდებლების ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას”

ამასთან, ისინი იმ ფაქტზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ “სამხრეთ ოსეთის ხალხის პირდაპირი შეურაცხყოფა მსოფლიოს გასაგონად, სოციალურ ქსელებში გაჟღერდა”.

წერილში მოყვანილია ამონარიდები რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსიდან და აღნიშნულია, რომ ვესელოვსკიმ ერთდროულად რადენიმე მუხლი დაარღვია, კერძოდ - ცილისწამების, ხელისუფლების წარმომადგენლების შეურაცხყოფის, შუღლისა და მტრობის გაღვივების, ადამიანის ღირსების შელახვის მიმართულებით.

ცნობისთვის: “NewsFront” პროკრემლისეული მედიასაშუალებაა. იგი 8 ენაზე ავრცელებს მასალებს, რომელიც ხშირად სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული ხასიათისაა. “NewsFront”-ის ქართული ვერსია 2019 წელს – ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად ერთი წლით ადრე ამოქმედდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S