Accentnews.ge
“გახელაძეს მაქსიმალურად რბილი განაჩენი გამოუტანეს” – ცხინვალი თბილისს საქმით “სპეკულირებაში” ადანაშაულებს

“გახელაძეს მაქსიმალურად რბილი განაჩენი გამოუტანეს” – ცხინვალი თბილისს საქმით “სპეკულირებაში” ადანაშაულებს

09/02/2021 12:33:22 კონფლიქტები

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება თბილისს ზაზა გახელაძის საქმით “სპეკულირებაში”, კერძოდ, “ადრე არაერთგზის გაჟღერებული პროპაგანდისტული და იმთავითვე ყალბი ბრალდებების გამეორებისთვის გამოყენებაში” ადანაშაულებს.

როგორც დე ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა სასამართლოს განაჩენის კომენტირებისას განაცხადა, “12,5-წლიანი პატიმრობა – ეს მაქსიმალურად რბილი განაჩენია».

მისივე მტკიცებით, 2020 წლის ივლისში გახელაძემ «მიზანმიმართულად და აშკარად პროვოკაციულად, შეიარაღებულმა გადაკვეთა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარი, ხოლო დაკავებისას ცეცხლი გაუხსნა ოს მესაზღრეებს».

“რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და თბილისის უცხოელი პარტნიორების განცხადებებს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მათთვის სულერთია, რაზე ესაუბრონ - მთავარია, რუსეთს “უბრწკინონ”- დასძინა ჯიოევმა.

5 თებერვალს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის ზაფხულში დაკავებულ ზაზა გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლება "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობასა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას" ედავება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S