Accentnews.ge
იტალიაში სპეცოპერაციის შედეგად 55 ქართველი დააკავეს

იტალიაში სპეცოპერაციის შედეგად 55 ქართველი დააკავეს

09/02/2021 17:40:34 სამართალი

იტალიის პოლიციამ კრიმინალური დაჯგუფება გამოააშკარავა, – იუწყება ადგილობრივი მედია.

მისივე ცნობით, დაკავებული 62 კრიმინალიდან 55 ქართველია. საუბარია პირებზე, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა ტიპის დაჯგუფებაში იყვნენ ჩართულები და მონაწილეობდნენ ძარცვაში, ქურდობასა და მკვლელობაში. სქემის გამოსარკვევად იტალიელი სამართალდამცველები 3 წლის განმავლობაში მუშაობდნენ.

იტალიელი პროკურორის ინფორმაციით, კრიმინალურ დაჯგუფებას, რომელშიც ჩართულები იყვნენ უკრაინელებიც და რუსებიც, ქართველი "კანონიერი ქურდები" მართავდნენ.

გარდა ამისა, დაჯგუფება თანამშრომლობდა უნგრეთთან, ბელგიასა და პოლონეთთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S