Accentnews.ge
საქსტატი – 2020 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 450 ადამიანი დაიღუპა

საქსტატი – 2020 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 450 ადამიანი დაიღუპა

10/02/2021 07:05:38 სამართალი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ცნობით, 2020 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით 4999 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინციდენტების შედეგად 6640 ადამიანი დაზარალდა, 450 დაიღუპა.

საქსტატის ცნობით, გასულ წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევებიდან, 137 სიმთვრალით იყო გამოწვეული.

რაც შეეხება 2019 წლის მონაცემებს, 2019 წელს 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელმაც 481 ადამიანი იმსხვერპლა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S