საქსტატი – 2020 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით 56 596 რეგისტრირებული დანაშაული დაფიქსირდა
10/02/2021 07:21:00 სამართალი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ცნობით, 2020 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით 56 596 რეგისტრირებული დანაშაული დაფიქსირდა.
გასულ წელს რეგისტრირებული დანაშაულიდან, სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2458 სიცოცხლის წინააღმდეგ იყო მიმართული, ჯანმრთელობის წინააღმდეგ კი 10 431. რაც შეეხება რეგისტრირებული ნარკოტიკული დანაშაულს, მათი ოდენობა 3 452-ს შეადგენს.
საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელს, 520 სამოხელეო დანაშაული დაფიქსირდა. ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ მიმართული კი 52.
გასულ წელს, საკუთრების წინააღმდეგ 22 607 დანაშაულია რეგისტრირებული, 3917 კი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით 64123 რეგისტრირებული დანაშაული აღირიცხა.


