Accentnews.ge
პენიტენციური სამსახური: "ამნისტიის შედეგად საპატიმროები 189-მა პატიმარმა დატოვა"

პენიტენციური სამსახური: "ამნისტიის შედეგად საპატიმროები 189-მა პატიმარმა დატოვა"

10/02/2021 07:25:54 სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ამნისტიის შედეგად საპატიმროებიდან 189 პატიმარი გათავისუფლდა. 9 თებერვლის მდგომარეობით პენიტენციური დაწესებულებები უკვე დატოვა 170-მა მსჯავრდებულმა და 19-მა ბრალდებულმა პირმა

უწყების ცნობით, 170 მსჯავრდებულიდან 83 მოქალაქე სასამართლო განჩინებით დაუყოვნებლივ გათავისუფლდა საპატიმროდან.

"53-მა მსჯავრდებულმა დანიშნული სასჯელის განახევრების შედეგად დატოვა საპატიმრო. 33 მსჯავრდებული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირების შედეგად გათავისუფლდა. ერთ მსჯავრდებულს პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა", - ნათქვამია განცხადებაში.

პენიტენციური დაწესებულების ინფორმაციით, საპატიმროებიდან გათავისუფლებული 170 მსჯავრდებულიდან 10 გათავისუფლებული ქალი მჯავრდებულია.

"სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან სასამართლოებში სულ 4055 პატიმრის საქმე არის გაგზავნილი მსჯავრდებულთა ამნისტიით გათავისუფლების პროცესი გრძელდება, ვინაიდან თითოეული პატიმრის გათავისუფლების საკითხს სასამართლო იხილავს და ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებენ საპატიმროებს", - აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

"ამნისტიის შესახებ" კანონი პარლამენტმა 2021 წლის 11 იანვარს მიიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S