Accentnews.ge
"სირცხვილიას“ წევრები შსს-ში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებენ

"სირცხვილიას“ წევრები შსს-ში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებენ

10/02/2021 08:53:10 სამართალი

მოძრაობა "სირცხვილიას“ წევრები შსს–ში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებენ.

აქტივისტ გიგა მაქარაშვილის განცხადებით, მოძრაობის არც ერთი წევრი შსს-ში მისვლას არ აპირებს. ისინი კვლავ გეგმავენ საკომენდანტო საათის დარღვევას და არ გამორიცხავენ, რომ ამის შემდეგ მათ წინააღმდეგ უკვე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება.

„დამირეკეს გუშინ და მითხრეს, რომ გამოკითხვაზე ვარ დაბარებული. მითხრეს, რომ კადრებში მნახეს როგორ ვარღვევდი საკომენდანტო საათს და ვმოძრაობდი რუსთაველის გამზირზე. არ ვაპირებ ამ ფარსში მონაწილეობას. არც ერთი მონაწილე არ აპირებს ჯარიმის გადახდას. წარმოდგენა არ გვაქვს ამათგან რას უნდა ველოდოთ, არანაირი რაციონალური მოლოდინი არ გვაქვს. შესაძლოა, კიდევ დავარღვიოთ კომენდანტის საათი და ამის შემდეგ, ალბათ სისხლის სამართლებრივ დევნას დაიწყებენ, თუმცა გარწმუნებთ, ვერავის დაიჭერენ“, – განაცხადა მაქარაშვილმა.

ცნობისთვის: შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 6-7 თებერვლის "დაუმორჩილებლობის აქციაზე“ 51 პირი ამოიცნო. მათგან 19-ის წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება;8 პირი დაჯარიმდა 2 000 ლარით; 24 პირის მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება და, სავარაუდოდ, ისინი 2 000 ლარით დაჯარიმდებიან.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, იზოლაციის და კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი 2 000 ლარით ჯარიმდება, დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კანონი, რის საფუძველზეც მთავრობას რეგულაციების გამკაცრების უფლება მიეცა, ანტიკონსტიტუციურია და ამის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს.

„დაუმორჩილებლობის აქციის“ მონაწილეებმა 6 თებერვალს „კომენდანტის საათი“ და სხვა რეგულაციები გააპროტესტეს.აქტივისტებმა რუსთაველის გამზირიდან გალაკტიონის ხიდის გავლით დაიწყეს მსვლელობა. მათ შეუერთდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის – ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. აქციის მონაწილეებმა „დედაენის ბაღი“ 7 თებერვალს, დილის 05:00 საათის შემდეგ დატოვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S