Accentnews.ge
სერგი კაპანაძე ამბობს, რომ არ იცის, შეხვდა თუ არა პარტიის გენმდივანი მიხეილ სააკაშვილს

სერგი კაპანაძე ამბობს, რომ არ იცის, შეხვდა თუ არა პარტიის გენმდივანი მიხეილ სააკაშვილს

10/02/2021 13:24:54 პოლიტიკა

„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ არ იცის, შეხვდა თუ არა პარტიის გენმდივანი გიგი უგულავა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.

მედიის შესაბამის კითხვას კაპანაძემ უპასუხა, რომ უგულავა ქვეყნიდან გასული იყო, თუმცა შეხვდა თუ არა სააკაშვილს, არ იცის.

კულუარული ინფორმაციით, „ევროპულ საქართველოში“ ამ სავარაუდო შეხვედრის გამო უკმაყოფილებაა.

თავად დაპირისპირებას არ ადასტურებს კაპანაძე და ზოგადად ამბობს, რომ აზრთა სხვადასხვაობა დაპირისპირებას არ ნიშნავს და რომ აზრთა სხვადასხვაობა პარტიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

კულუარული ინფორმაციითვე, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით ბაქრაძე პარტიის დატოვებას გეგმავს. აღნიშნულს პარტიაში არ ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ გარკვეული ცვლილებები იქნება, რაც სტრუქტურასთანაა დაკავშირებული, რის შესახებაც პარტიაში მსჯელობა გრძელდება და დეტალებს საზოგადოება დაახლოებთ, სამ დღეში შეიტყობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S