
დრანდის ციხეში კოვიდ-ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა
10/02/2021 14:45:20 კონფლიქტები
დრანდის ციხეში (ოკუპირებული აფხაზეთი) კორონავირუსული ინფექციით დაავადების შემთხვევები აღირიცხა, - იუწყება დე ფაქტო ხელისუფლების სახალხო დამცველ ასიდა შაკრილის აპარატი, რომელმაც პატიმრების ახლობლების შესაბამისი შინაარსის შეტყობინებები მიიღო.
ამასთან, როგორც პატიმრების მიერ შაკრილისთვის გადოცემულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკის არსებობის მიუხედავად, ციხის სამედიცინო პერსონალი და ადმინისტრაცია არანაირ ადექვატურ რეაგირებას არ ახდენენ.
«კოვიდ-აფეთქება დრანდის ციხეში, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში, საფრთხეს უქმნის სივიწროვეში, ისედაც ცუდ პირობებში მყოფ პატიმრებს. ინფექციის გავრცელების რისკი ასეთ პირობეში რმდენჯერმე უფრო მაღალია», – აცხადებს შაკრილი და შესაბამის დე ფაქტო უწყებებს ვითარებით დაინტერესებისა და გადაუდებელი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.