ახვლედიანი "რესპუბლიკელების" ინიციატივის წინააღმდეგი არაა
10/02/2021 15:16:15 პოლიტიკა
"ევროპული საქართველოს" წევრი არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ "დრამატულს ვერაფერს ხედავს" "რესპუბლიკელების" ინიციატივაში, პარლამენტში ერთჯერადად, კენჭისყრისთვის შევიდნენ.
"მე ახლახან გავეცანი ამ ინიციატივას და ორ რამეს გეტყვით, პირველი: ყოველთვის ვიქნები წინააღმდეგი კატეგორიული მსჯელობისა, გარდა იმ საკითხებისა, რაც ეხება სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ახლა აქ რაც ქალბატონმა [ხათუნა] სამნიძემ ბრძანა, მნიშვნელოვან კანონპროექტს თუ შემოგვთავაზებს "ოცნება", შევიდეთ და ერთჯერადად მხარი დავუჭიროთო, მე აქ დრამატულს ვერაფერს ვხედავ.
ეს ნიშნავს ჩვენს ბოიკოტზე უარს? ეს ნიშნავს უარს ჩვენს გაცხადებულ განცხადებაზე, რომ არ გვინდა დეპუტატობა? რას ამბობთ. ღმერთმა ნუ ქნას, ხვალ რომ გამოცხადდეს საგანგებო მდგოპმარეობა, ჩვენ ხომ ყველა დავდგებით საქართველოს სადარაჯოზე, ვინ დავწერეთ განცხადება და ვინ - არა.
აქ, როცა საქმე ეხება წლების განმავლობაში საქართველოს უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ინტერესს, ანუ დემოკრატიულობის ხარისხის გაზრდის შესაძლებლობას, ერთჯერადად, ამისთვის რატომ არ უნდა შევიდეს დეპუტატი და რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი თუ შესვლის გარეშე ეს ვერ მოხერხდება. ვერ ვხედავ წინააღმმდეგობას.
მე რა თქმა უნდა გავივლი კონსულტაციას კოლეგა ოპოზიციონერებთან, მირჩევნის კონსულტაციის რეჟიმში იყოს გადაწყვეტილებები მიღებული მაგრამ ჩემს აზრს, თუ ვინმე მკითხავს, ვერ ვხედავ ამაში ვერაფერს წინააღმდეგობრივს და დრამატულს", - ამბობს არმაზ ახვლედიანი.
იხილეთ ასევე: „რესპუბლიკელები“ მზად არიან, უბარიერო სისტემის კენჭისყრისთვის პარლამენტში ერთჯერადად შევიდნენ


