ქობულეთში მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს
10/02/2021 16:02:04 სამართალი
ქობულეთის სოფელ ქაქუთში არასრულწლოვანი გოგო გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია თავდაპირველად TV25-მა გაავრცელა.
მათი ცნობით, მოზარდი 14 წლის იყო.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყება ამ საქმეზე ვინმეს დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.


