ჩიხლაძე: „ამ ლოგიკით, ქალბატონი ხათუნა ყველა საკითხზე ცალ-ცალკე შევა და გამოვა“
10/02/2021 17:42:45 პოლიტიკა
„სტრატეგია აღმაშენებელი“ არ იზიარებს „რესპუბლიკელების" პოზიციას ბუნებრივ ბარიერთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების მხარდასაჭერად პარლამენტში კენჭისყრაში ერთჯერადი მონაწილეობის შესახებ.
„ქართული ოცნება“ არ მოსულა მსგავსი წინადადებით, ისევე, როგორც ბევრი სხვა წინადადებით. სამწუხაროდ, არ უნდა დავუშვათ ისეთი შეცდომები, როგორსაც ელისაშვილი ან „გირჩი“ უშვებს. თუნდაც ეს საკითხი არის საარჩევნო სისტემის ცვლილების ნაწილი, მასში ოცამდე სხვადასხვა საკითხი შედის. ამ ლოგიკით ყველა საკითხზე ცალ-ცალკე შევა [პარლამენტში] ქალბატონი ხათუნა და გამოვა, შევა-გამოვა... ეს ხო არასერიოზულია. ამიტომ, უნდა მოხდეს შეთანხმება მთლიანად, წინადადებების პაკეტზე. თუ მასზე შეთანხმება შედგება, მაშინ, კიბატონო, არა მხოლოდ „რესპუბლიკური პარტია“, სხვებიც შევლენ და ხმას მისცემენ“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
იხილეთ ასევე: „რესპუბლიკელები“ მზად არიან, უბარიერო სისტემის კენჭისყრისთვის პარლამენტში ერთჯერადად შევიდნენ


