აჭარის პოლიციის ხელმძღვანელად ავთანდილ გალდავა დაინიშნა
11/02/2021 06:02:32 სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების ახალი დირექტორები წარადგინა.
ბორცვაძემ აჭარის პოლიციის ხელმძღვანელად ავთანდილ გალდავა წარადგინა, იგი დრემდე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. აჭარის პოლიციის უფროსის პოსტს კოტე ანანიაშვილი იკავებდა, რომელმაც თანამდებობა 7 თებერვალს დატოვა. 9 თებერვალს იგი მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსად დაინიშნა.
რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთს, დეპარტამენტს ნიკოლოზ დიასამიძე უხელმძღვანელებს, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.


