Accentnews.ge
მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ახალგაზრდა კაცი დააკავეს

მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ახალგაზრდა კაცი დააკავეს

11/02/2021 08:26:49 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით, 23 წლის კაცი დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა ქობულეთში წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ, 2006 წელს დაბადებულ გოგოსთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

10 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქობულეთში არასრულწლოვანი გოგო გარდაცვლილი იპოვეს. ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვლილი მოზარდის ბაბუამ მის შვილიშვილზე შესაძლო სექსუალური ძალადობის შესახებ გუშინ ისაუბრა. მისი თქმით, ოჯახმა ამის შესახებ 2 თვის წინ გაიგო, როცა კაცი გოგოსთან ისევ გამოჩდა. ის ამბობს, რომ ოჯახმა პოლიციას შეატყობინა. კაცი ყვება, რომ სავარაუდო მოძალადე დაკავებული არ იყო, რაზეც გოგო დარდობდა. არსებობს მეორე ვერსიაც, რომ მოზარდი მომხდარის გამო ოჯახის წევრებისგან სისტემატიურად განიცდიდა ძალადობას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S