Accentnews.ge
"ოცნების" ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები დააკავეს

"ოცნების" ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები დააკავეს

11/02/2021 18:17:08 სამართალი

პოლიციამ "ქართული ოცნების" ოფისთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავა. დაკავებულია ნიკა ნარსია და რუსკა მჭედლიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე პირი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს წარწერის - "სისტემა კლავს" გაკეთების საშუალება არ მისცეს.

აქციის დროს შეუძლოდ გახდა გიორგი მუმლაძე.

"ოცნების" ოფისთან მყოფი სამოქალაქო აქტივისტები, რომლებმაც დღეს ღამით "კომენდანტის საათი" დაარღვიეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მისვლასაც გეგმავენ. როგორც აქტივისტები აცხადებენ, ისინი ამ ფორმით ქობულეთში მომხდარ ფაქტს აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ქმედითუუნაროა.

გარდა ამისა, მათი თქმით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები ასევე ხელისუფლების მიერ მიღებული არაგონივრული გადაწყვეტილებაა.

ცნობისთვის: ქობულეთში 14 წლის გოგომ სავარაუდოდ, თავი მოილა. გოგონას ბაბუის თქმით, გარდაცვალებამდე მოზარდზე იძალადეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S