Accentnews.ge
პოლიციამ ბათუმში ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის სქემაში ჩართული მოქალაქე დააკავა

პოლიციამ ბათუმში ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის სქემაში ჩართული მოქალაქე დააკავა

12/02/2021 06:11:09 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის ერთი ადამიანი დააკავეს. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირი ჩართული იყო ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში. კერძოდ, იგი, ინტერნეტაპლიკაციებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ნარკოტიკული საშუალებების შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ბათუმში, სხვადასხვა ადგილზე ათავსებდა ნარკოტიკს და აღნიშნული ლოკაციების ადგილმდებარეობის ვიდეოგადაღებას ახდენდა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შსს-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს 7 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული, ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება და მცირე ზომის სასწორი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S