
"ტვიტერმა" ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩოს ანგარიშის ავთენტურობა დაადასტურა
12/02/2021 07:45:33 კონფლიქტები, საზოგადოება
"ტვიტერმა" ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩოს ანგარიშის ვერიფიკაციის აღმნიშვნელი ლურჯი სიმბოლო მიანიჭა, რომელიც ადასტურებს, რომ ანგარიში ავთენტურია. ამ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში "ტვიტერის" კრიტიკა მოჰყვა.
ოკუპირებული აფხაზეთის გარდა, "ტვიტერმა" ვერიფიკაციის ნიშანი ანექსირებულ ყირიმში არსებული რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი ოფისის ანგარიშსაც მიანიჭა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინის ელჩმა "ტვიტერის" ადმინისტრაციას წერილი გაუგზავნა და კომპანიას რუსული ანგარიშის გაუქმება მოსთხოვა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კი სოციალური პლატფორმა რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.