Accentnews.ge
"საქართველო 100%-ით ევროპული სახელმწიფო გახდა"

"საქართველო 100%-ით ევროპული სახელმწიფო გახდა"

14/05/2019 09:23:40 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, საქართველო 100%-ით ევროპული სახელმწიფო გახდა. ამის შესახებ მან ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენციაზე განაცხადა.

"მინდა, მადლობა ვუთხრა საქართველოს პრემიერ-მინისტრს იმისთვის, რომ საქართველოში ევროპული სკოლა გაიხსნა. საქართველო 100%–ით ევროპული სახელმწიფო გახდა“, – განაცხდა ჟან-კლოდ იუნკერმა.

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მაღალი დონის კონფერენცია გაიხსნა. კონფერენცია, რომელზეც ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორების სამომავლო ურთიერთობაზე უნდა იმსჯელონ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა გახსნა.

კონფერენციას საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მეთაურობით ესწრება. დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა.

პრემიერის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, საუბრისას ხაზი გაესვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო არის 100 პოცენტით ევროპული ქვეყანა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი, რომლის მიღწევები მისასალმებელი და თვალშისაცემია. საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ საგზაო რუკას, რომელიც ევროკავშირთან მეტ ინტეგრაციას ისახავს მიზნად და აღინიშნა, რომ საქართველო იმსახურებს მეტს.

საუბრისას ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები დღეს უმაღლეს ნიშნულზეა. მხარეების შეფასებით, სწორედ ამის დასტურია ევროკავშირის მიერ სპეციალურად საქართველოსთვის შექმნილი უმაღლესი დონის ფორმატი, რომლის შეხვედრა გასული წლის ნოემბერში ბრიუსელში შედგა.

მთავრობის მეთაურმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრეს განათლების მასშტაბური რეფორმის შესახებ. ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა თბილისში “ევროპული სკოლის” გახსნა, რომელიც ახალგაზრდებს ევროპული დონის განათლების მიღების საშუალებას მისცემს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S