
"ზაზა გახელაძის დასახმარებლად უახლოეს პერიოდში კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ"
12/02/2021 10:32:05 კონფლიქტები, პოლიტიკა
"ზაზა გახელაძის დასახმარებლად უახლოეს პერიოდში კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
„ეს არის სრულიად უკანონო გადაწყვეტილება საოკუპაციო ძალების. მე პირადად მქონდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ინტენსიური კომუნიკაციები და მოლაპარაკებები ამ თემასთან დაკავშირებით და ჩვენ ყველა დედაქალაქთან ერთად, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს წარმოადგენენ, უახლოეს პერიოდში გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს იმასთან დაკავშირებით, რომ დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის: 5 თებერვალს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ საქართვეოს მოქალაქე ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის ზაფხულში დაკავებულ ზაზა გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლება "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობასა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას" ედავება.