Accentnews.ge
შემოსავლების სამსახურის ერთ–ერთ მაღალჩინოსანს თავს დაესხნენ

შემოსავლების სამსახურის ერთ–ერთ მაღალჩინოსანს თავს დაესხნენ

12/02/2021 13:06:44 სამართალი

შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსს ირაკლი ხურციძეს თავს დაესხნენ.

არსებული ინფორმაციით, ხურციძეს ფიზიკურად ყოფილი თანამშრომელი თორნიკე ვაჩაძე გაუსწორდა და უკვე ნაცემი ხურციძის ფოტო, რომელშიც ხურციძეს სახე სისხლით აქვს დაფარული, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მოგვაინებით ფოტო წაიშალა.

ირკვევა, რომ ინციდენტი შემოსავლების სამსახურის მიმდებარედ მოხდა.

ერთ–ერთი ვერსიით, დაპირისპირება სამსახურს უკავშირდება.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S