Accentnews.ge
ბერლინი ლავროვის სიტყვებით გაოცებულია

ბერლინი ლავროვის სიტყვებით გაოცებულია

12/02/2021 13:24:27 მსოფლიო

გერმანიის ხელისუფლება "უცნაურად" აფასებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებებს ევროკავშირთან ურთიერთობების გაწყვეტის მზადყოფნის შესახებ.

ასე გამოეხმაურა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური უწყების ოფიციალური წარმომადგენელი დღეს გამართულ ბრიფინგზე DW-ს მიერ დასმული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ რუსეთის მთავარი დიპლომატის განცხადებას იმის შესახებ, რომ "თუ რუსეთის ხელისუფლება კვლავ იხილავს სანქციებს, რომელიც საფრთხის შემცველი იქნება რსული ეკონომიკისთვის, მათ შორის - ყველაზე სენსიტიურ სფეროებში, ურთიერთობების გაწყვეტა გამორიცხული არ არის".

მოგვიანებით კრემლში გაკეთდა განმარტება ლავროვის სიტყვების "დამახინჯების" შესახებ. "მინისტრის სიტყვები კონტექსტის გარეშე იქნა წარმოდგენილი" - დააზუსტა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ლავროვის განცხადებები ვიდეორგოლის სახითაა გავრცელებული და გაკეთებულია YouTube-არც "Соловьев Live"-თან ინტერვიუს მსვლელობისას. კადრებში განცხადების კონტექსტშიცაა მოცემული და თავად განცხადებაც.

რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობები ბოლო პერიოდში უკიდურესად დაიძაბა. რუსი და ევროპელი დიპლომატების გაძევებებს მოჰყვა ევროკავშირის მთავარი დიპლომატის - ჟოზეპ ბორელის მოსკოვში 3-დღიანი ვიზიტი, რომელიც ევროპაში წარუმატებლად შეაფასეს. თავად ბორელმა გააკეთა განცხადება "რუსეთთან დიალოგის ჩიხში შესვლისა" და იმის შესახებ, რომ სადღეისოდ "ევროპა და რუსეთი სხვადასხვა მიმართულებით მიდიან". ამასთან, მან აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს მოსკოვის მიმართ ახალი სანქციების შემოღებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S