„ევროპულ საქართველოში“ პარტიულ თანამდებობაზე არც გიგი უგულავა იქნება
12/02/2021 14:40:13 პოლიტიკა
„ევროოპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ არ ექნება პარტიული თანამდებობა მომავალი ყრილობის შემდეგ, თუმცა აქტიურ პოლიტიკაში დარჩება.
„პარტიას სჭირდება განახლება. ამისთვის აუციელებლი პირობაა სამივე ჩვენგანის პარტიის მართვიდან გვერდზე გაწევა. თუ არ მოხდება სრული განახლება, ვერ ვხედავ აზრს“,– განაცხადა უგულავამ და დასძინა, რომ სწორედ ამ ნაწილშია პარტიის ლიდერებს შორის აზრთასხვადასხვაობა.
იხილეთ ასევე: ბაქრაძე განმარტავს, რატომ ტოვებს „ევროპულ საქართველოს“
"ევროპული საქართველოს" კიდევ ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ დავით ბაქრაძისგან და გიგი უგულავასგან განსხვავებით, არ აქვს მიღებული მათი მსგავსი გადაწყვეტილება:
"მე არ ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ ეს არის სწორი მომენტი, როცა ლიდერები უნდა გაიწიონ ხელმძღვანელი პოზიციებიდან".


