
ზაზა გახელაძე ე.წ. სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას არ აპირებს
15/02/2021 08:00:51 კონფლიქტები
ზაზა გახელაძე ცხინვალის ოკუირებული რეგიონის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებას დე-ფაქტო უზენაესი სასამართლოს კოლეგიაში არ გაასაჩივრებს.
მისი ცოლის ირმა ბუთხუზის თქმით, ეს ინფორმაცია მას გახელაძის ადვოკატმა მიაწოდა.
„გუშინ დარეკა ადვოკატმა, მითხრა, რომ ზაზა გასაჩივრებას არ აპირებს. რის საფუძველზე, რატომ, ამაზე ვერაფერს ვიტყვი. ვიცი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თავს გრძნობს ნორმალურად", - აცხადებს ირმა ბუთხუზი.
ცნობისთვის: 5 თებერვალს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ საქართვეოს მოქალაქე ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის ზაფხულში დაკავებულ ზაზა გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლება "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობასა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას" ედავება.