Accentnews.ge
კახეთში პოლიციამ დედის დაჭრის ბრალდებით 17 წლის შვილი დააკავა

კახეთში პოლიციამ დედის დაჭრის ბრალდებით 17 წლის შვილი დააკავა

16/02/2021 04:35:04 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2003 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს.

"გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა არასრულწლოვანმა მიმდინარე წლის 15 თებერვალს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 1978 წელს დაბადებულ დედას ცივი იარაღით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. დაშავებულ ქალი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. პოლიციამ დანა ამოიღო ნივთმტკიცების სახით. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს", – აცხადებენ შსს–ში.

დანაშაული თავისუფლების 5-დან 8 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S