პოლიციელებმა მამაკაცს ხიდიდან გადახტომა გადააფიქრებინეს
16/02/2021 06:05:29 სამართალი
რუსთავის ცენტრალური ხიდის ჯებირის მეორე მხარეს გადასული მამაკაცი გუშინ მტკვარში გადახტომას აპირებდა, თუმცა სამართალდამცავებთან თითქმის ნახევარსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, პოლიციამ მამაკაცის ჯებირიდან გადმოყვანა მოახერხა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
მათი ცნობით, კაცი ხიდიდან გადახტომას ოჯახური პრობლემების გამო აპირებდა.
"ჩემ შვილს ვერ ვნახულობ ისევ, თქვენ კიდევ აქ მოდიხართ და მეუბნებით, არ გადახტეო...", - ამბობს კაცი ვიდეოში, რომელიც "ინფო რუსთავმა" გაავრცელა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების, სამაშველო, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.


