Accentnews.ge
ელისაშვილი – მელიაზე: "ზღვარს გასცდა ჩემთან მიმართებაში. თუმცა მძიმე ემოციური ფონი აქვს და ამას მივაწერ მის ქმედებას"

ელისაშვილი – მელიაზე: "ზღვარს გასცდა ჩემთან მიმართებაში. თუმცა მძიმე ემოციური ფონი აქვს და ამას მივაწერ მის ქმედებას"

16/02/2021 09:34:34 პოლიტიკა

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელია "მასთან მიმართებაში ზღვარს გასცდა", თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მოუწოდებს, ნიკა მელიას იმუნიტეტი არ შეუჩერონ.

"მე და ლევანს ჩვენი გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, თუმცა მინდა, ყველა კოლეგას, განსაკუთრებით "ოცნების" წარმომადგენლებს გთხოვოთ, არ გაიზიაროთ პროკურატურის შუამდგომლობა, რადგან ჩვენ თუ გვინდა, ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ნორმალურ ქვეყანაში ოპოზიციური პარტიის არც წარმომადგენლებს და მით უფრო თავმჯდომარეებს იმუნიტეტს არ უნდა უხსნიდნენ. ვიღაცამ შეიძლება, მითხრას, რას ექომაგები იმ კაცს, რომელიც დილიდან შენზე საძაგლობებს რომ იძახისო. ფაქტია, რომ მელია ზღვარს გასცდა ჩემთან მიმართებაში. აშკარად სიტყვა გაექცა და ზედმეტები მოსდის. თუმცა მძიმე ემოციური ფონი აქვს და ამას მივაწერ და ამით გავამართლებ მის ქმედებას", – განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, მან იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი გააკრიტიკა:

"ყველაზე მეტად მეიმედებოდა სამართლიანობის აღდგენის კუთხით, ბიძინა ივანიშვილზე მეტად მეიმედებოდა ერთი ქალი, ერთი გოგო, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში მუშაობდა. იმ არხებზე, სადაც ვმუშაობდი ხოლმე, "მაესტროზე" და "კავკასიაზე", ლამის ხოტბას აღვუვლენდი ხოლმე პირდაპირ ეთერში ისე მეიმედებოდა. იმ ადამიანს "ქართულმა ოცნებამ" სწორედ იუსტიციის სამინისტრო ჩააბარა, ლათინურიდან თუ ვთარგმნით სამართლიანობის სამინისტრო. ყველაზე დიდხანს მინისტრად მან გაძლო და რა მივიღეთ? პოლიტიკური მართლმსაჯულება კი არა, სამარცხვინო მართლმსაჯულება, სამარცხვინო პროკურატურა, სამარცხვინო სასამართლო, რომლის შედეგებზეც ახლა ვმსჯელობთ".

"მართლა არ მომიყვანო პარლამენტში, ჩემი ხელით გამოგიყან. აგიღებ და გამოგიტან გარეთ!" ,– ასე პასუხობს ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელია „მოქალაქეების“ დამფუძნებელის ალეკო ელისაშვლის ინიციატივას, რომ მზადაა, სადეპუტატო ხელფასი გადაურიცხოს მელიას, რათა მან გირაოს გადახდა შეძლოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S