Accentnews.ge
გაერო შესაბამის სტრუქტურებს მოუწოდებს, სრულფასოვნად გამოიძიონ ის გარემოებები, რამაც ქობულეთში 14 წლის მოზარდის გარდაცვალება გამოიწვია

გაერო შესაბამის სტრუქტურებს მოუწოდებს, სრულფასოვნად გამოიძიონ ის გარემოებები, რამაც ქობულეთში 14 წლის მოზარდის გარდაცვალება გამოიწვია

16/02/2021 13:20:28 სამართალი

გაერო შესაბამის სტრუქტურებს მოუწოდებს, სრულფასოვნად გამოიძიონ ის გარემოებები, რამაც ქობულეთში 14 წლის მოზარდის გარდაცვალება გამოიწვია.

როგორც საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ტრაგედიამ გამოააშკარავა ბავშვთა დაცვის სისტემის ნაკლოვანებები.

„ამ ტრაგედიამ გამოააშკარავა გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული პრობლემები, მუდმივი სტიგმა გაუპატიურების, სექსუალური ძალადობისა და ექსპლოატაციის მსხვერპლთა მიმართ, ბავშვთა დაცვის სისტემის ნაკლოვანებები, ასევე, ძალადობის მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური შეფასების, მხარდამჭერი მომსახურებებისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზები. ხარვეზები სრულად უნდა გამოსწორდეს, იქნება ეს საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზები სექსუალური ძალადობის შესახებ, სამართალდამცავი უწყებების პროცედურები თუ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურები და ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნა მართლმსაჯულების მთელ სისტემაში. მართლმსაჯულების სისტემაში უნდა შეიქმნას სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდები, რომლებიც ექსკლუზიურად ბავშვებსა და სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე იმუშავებენ. ამასტან, ჩვენ მხარს ვუჭერთ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ინტეგრირებული სივრცეების შექმნას, რაც უზრუნველყოფს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების და ბავშვთა ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციის ერთ სივრცეში თავმოყრას. საზოგადოებაში გავრცელებული სოციალური ნორმები და დამოკიდებულება, რომელიც სექსუალურ ძალადობას სოციალურად მისაღებად მიიჩნევს და ადანაშაულებს მსხვერპლს, ასევე, ხელს უშლის პროფესიონალთა მიერ ბავშვთა მიმართ ძალადობის შესაძლო შემთხვევების შეტყობინებას, სრულად უნდა იყოს აღმოფხვრილი. აუცილებელია დაუყოვნებელი ზომების მიღება, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტრაგედიის განმეორება და უზრუნველვყოთ ქალებისა და გოგონების უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვა ყოველთვის და ყველა სიტუაციაში, ქალებისა და ბავშვების სათანადო ცოდნითა და უნარებით აღჭურვა და მათი ჩართულობის ხელშეწყობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გაერო სოლიდარობას უცხადებს და მზად არის, მხარი დაუჭიროს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას, უფლებადამცველებსა და სხვა პარტნიორებს სისტემური პრობლემების გადაჭრაში, რაც წარმოშობს ასეთ ტრაგედიებს", – ნათქვამია განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ ქობულეთში 14 წლის გოგომ სავარაუდოდ, თავი მოიკლა. ოჯახის ინფორმაციით, შემთხვევას წინ უძღოდა მასზე ძალადობა. გოგოს დაღუპვიდან მალევე 23 წლის მამაკაცი დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 140-ე და 115 მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში და თვითმკვლელობამდე მიყვანას. სავარაუდო დანაშაულის შესახებ პოლიციამ გოგოს გარდაცვალებამდეც იცოდა, რადგან დანიშნული იყო ექსპერტიზა. გუშინ ამ საქმეზე პოლიციამ დაღუპული გოგოს ბაბუა მუქარისა და ძალადობის ბრალდებით დააკავა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S